შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61880 
 04 თებერვალი 2019

 

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა.


ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ დაუდასტურა.



მარიამ ქვრივიშვილს ამ დრომდე კომპანია "ვოიაჟერის" დირექტორის პოსტი ეკავა. „ვოიაჟერისაქართველოში ხუთი ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორია; წინა მთავრობის პერიოდში ქვრივიშვილი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო



ცნობისთვის: ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსზე სულ 27 განაცხადი შევიდა



კანდიდატს მოეთხოვებოდა უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ტურიზმის, მენეჯმენტისა ან ეკონომიკის სფეროებში. ასევე ტურიზმის ან/და მომიჯნავე სფეროებში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება



სავალდებულო იყო, ასევე მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. კანდიდატი ბრწყინვალედ უნდა ფლობდეს ინგლისურ და რუსულ ენებს. კანდიდატმა სამოტივაციო წერილში უნდა გადმოსცეს რა იქნება მისი როლი ტურიზმის სფეროს განვითარების საქმეში



შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ჩოგოვაძე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელად გადაიყვანეს.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია