შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

The Telegraph-მა საქართველო 2019 წლის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36008 
 04 თებერვალი 2019

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph, საქართველო 2019 წლის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. საქართველო მეოთხე ქვეყანაა, სადაც გამოცემა მკითხველს მოგზაურობას ურჩევს.

„უცნაურია, რატომ არ სტუმრობს უფრო მეტი ადამიანი საქართველოს. ქვეყანას, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დედამიწაზე. მაღალი მთებით, უძველესი მონასტრებით, სტუმართმოყვარე ხალხით ცნობილი საქართველო ღვინის სამშობლოა. ეს არის სიამოვნებით სავსე ადგილი მათთვის, ვინც ტურისტულ, საინტერესო ბილიკებს ეძებს“, – ნათქვამია სტატიაში.

ჟურნალისტი აღნიშნავს ფაქტს, რომ გასულ წელს, საქართველოს 8 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. ლონდონსა და ქუთაისს შორის დანიშნულ პირდაპირ ავიარეისებს კი, 2019 წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნისთვის მეტი ვიზიტორის მიღების წინაპირობად მიიჩნევს.

სტატიაში საუკეთესო 10 ტურისტულ მიმართულებად დასახელდა:

1. უზბეკეთი;

2. ერიტრეა;

3. პიტსბურგი, აშშ;

4. საქართველო;

5. პლოვდივი, ბულგარეთი;

6. ფარერის კუნძულები;

7. ლიხტენშტეინი;

8. უკრაინა;

9. კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი;

10. აზორის კუნძულები, პორტუგალია.

აღსანიშნავია, რომ საქართველო აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა შორის დაასახელა The New York Times-მა და AirBnb-იმაც.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
გურიის მოამბე

"საით წავა კალაძე"?!