შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გურჯაანში რეგფონდიდან 4 მილიონ 910 ლარია განსაზღვრული

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30202 
 06 თებერვალი 2019
წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 4 მილიონ 910 ლარია განსაზღვრული.


როგორც ჩვენთან საუბარში მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კოტე ბერიძიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე პროექტების შესყიდვა დაწყებულია და ისინი თანმიმდევრულად დაფინანსდება.
„ჯამში არის 13 პროექტი. ათი უკვე დატენდერებულია, სამს ხვალ გავუშვებთ ტენდერზე, ერთი პროექტი დასრულდა და გამარჯვებულიც გვყავს. პროექტების ფარგლებში კარდენახში, სოფელ ვაჩნაძიანსა და კაჭრეთში გაკეთდება შიდა საუბნო გზები. ასევე ჯიმითში სასაფლაოსკენ მიმავალი გზა და ქალაქ გურჯაანში სამი: დადიანის, კოტეხის და ნუცუბიძის ქუჩა. ეს არის არასრული ჩამონათვალი.“

მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით რეგფონდი გაცილებით გაზრდილია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება