შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის სოფლებში - ხიდისთავსა და თერგვისში გაზიფიცირება დასრულდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/10518 
 06 თებერვალი 2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: თერგვისისა და ხიდისთავის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს. პროექტის ფარგლებში ხიდისთავში აიგო 33218 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი და 1250 ადგილობრივ ოჯახს მიეცა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება. რაც შეეხება სოფელ თერგვისს, აქ გაზიფიცირებულია 78 კომლი და აშენდა 3546 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2013 წლიდან დაიწყო და პროექტები, მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგების ხელშეწყობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, დღემდე აქტიურად მიმდინარეობს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები