შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის საკრებულომ ყოფილი თანამშრომლების საქმე უზენაესში გაასაჩივრა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21288 
 06 თებერვალი 2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, უზენაესს სასამართლოს სარჩელით 31 იანვარს მიმართა. როგორც, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ამბობს, თვითმმართველობა სარჩელით, როგორც ახალციხის რაიონული, ისე თბილისის სააპელაციო სასმართლოების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვს. უზენაეს სასამართლოში ახალციხის საკრებულოს ინტერესებს ისევ დაქირავებული ადვოკატი პაატა კიკვიძე დაიცავს.შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასმართლომ, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რაც იმას ნიშნავდა რომ ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი საკრებულოს სამსახურში უნდა დაებრუნებინა და იძულებით განაცდური აენაზრაურებინა.ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ. ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის თემის საკრებულოში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, ქალაქის საკრებულოში, საორგაიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანგირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. თემისა და ქალაქის გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, თვითმმართველობაში არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია