შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს ახალი სამედიცინო მენეჯერი ჰყავს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21298 
 07 თებერვალი 2019
ბესო ბურჯალიანი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მუშაობას ოთხი თებერვლიდან შეუდგა. „ბურჯალიანი წლების განმავლობაში ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მუშაობდა. ასევე, იყო „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში დეპარტამენტის უფროსი. ბოლო პერიოდში კი იგი „ევექსის“ სამედიცინო ქსელის თანამშრომელიც იყო“, – ამბობს სამედიცინო ჰოსპიტალის დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი. ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს ხუთი თვის განმავლობაში, სამედიცინო მენეჯერი არ ჰყავდა. მანამდე კი ამ პოზიციაზე ვასო ბალახაშვილი მუშაობდა.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია