შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგი მეშველიანმა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობასთან ბოლნისში სასმელი წყლის მიწოდების საკითხი განიხილა

პოლიტიკა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 04 ოქტომბერი 2018

გოგი მეშველიანმა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობასთან  ერთად,  ბოლნისში სასმელი წყლის მიწოდების საკითხი განიხილა. საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს, ეკატერინე  გალდავას შეხვდა და ქალაქ ბოლნისში სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხი განიხილა. მოსახლეობის განცხადებით, ზაფხულის დადგომასთან ერთად, სასმელი წყლის სიმცირე აღინიშნება.

,,შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ქალაქ ბოლნისში სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები . მიუხედავად იმისა, რომ ჩატარდა საკმაოდ მოცულობითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ზაფხულში წყლის მიწოდების საკითხი გარკვეულწილად,  კვლავ პრობლემას წარმოადგენს. ვიმსჯელეთ შესაძლო გადაწყვეტის გზებზე, კომპანია შექმნის სპეციალურ ჯგუფს, რომელიც ადგილზე შეისწავლის ხარვეზებს და გააკონტროლებს წყლის მიწოდებას. შევთანხმდით, რომ მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრას. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ  საკითხის საბოლოო გადაწყვეტისთვის., მათი მხრიდან განხორციელდეს დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები“,განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა  გოგი მეშველიანმა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია