შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კადრების გასაჯაროება ივანიშვილის დაკვეთით მოხდა- "რესპუბლიკელების" ლიდერი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36096 
 07 თებერვალი 2019

"რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრების გავრცელებას ეხმაურება.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, კადრების გასაჯაროება ივანიშვილის დაკვეთით მოხდა.

„ვერ იღებს პასუხისმგებლობას ეს ხელისუფლება იმაზე, რომ გამოიძიოს საკითხები და დამნაშავეები დასაჯოს, ეს არის ტერორი, რომელსაც ახორციელებს ეს ხელისუფლება და ამას ვერავინ გაბედავდა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის გარეშე.

ეს არის მისი მეთოდები გაანადგუროს ადამიანი, ეს ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქაა ამ ხელისუფლების ყველა პრემიერისგან გვახსოვს, რომ პირადი ღირსების საქმედ იხდიდა ყველა, რომ გამოეძიებინათ ეს საქმე, მაგრამ პირადი ღირსების საქმე კი არა პირიქით, ბიძინა ივანიშვილის მითითებითა და დაკვეთით არიან დაკავებული მათი ხელისუფლების წარმომადგენლები,“-ამბობს ხათუნა სამნიძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია