შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ამბოხებულ დეპუტატს პარტიიდან წასვლაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 თებერვალი 2019

ბიძინა ივანიშვილი გედევან ფოფხაძეს „ქართული ოცნებიდან“ წასვლა-დარჩენის საკითხზე სამ ვარიანტს სთავაზობს - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 6 თებერვალს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე ივანიშვილმა ფოფხაძეს მიმართა, რომ თუკი “ქართული ოცნებიდან“ გასვლა უნდა, შეუძლია საკუთარი ინიციატივით გავიდეს, თუკი გუნდში დარჩენა სურს - დარჩეს, ხოლო თუკი გარიცხვა უნდა - გარიცხავენ. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილმა ფოფხაძეს შესთავაზა, რომ ამ სამ ვარიანტს შორის არჩევანი თავად გააკეთოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

“ნიუპოსტი“ გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა დეპუტატი, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია