შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნეტავ რა იცის ისეთი, რომ მისი დასამარება უნდათ?!"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36143 
 09 თებერვალი 2019

ჩემი ძმის ცოცხლად გამოშვება არ სურთ, ნეტავ რა იცის ისეთი, რომ მისი დასამარება უნდათ?!, - ამის შესახებ განცხადებას პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აკეთებს.

"მეხუთე დილა კარავში. მთელი ღამე წვიმდა. ცელოფანი არ მაქვს გადაფარებული და ვლოცულობდი, რომ კარავში წყალს არ შემოეღწია. არ შემოაღწია, მადლობა უფალს! გუშინწინ პატრიარქი, რომ დაბრუნდა იმედი მქონდა რაიმე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, მაგრამ შევცდი. მათი იგნორი და საპატრიარქოს ის განცხადება სულ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ჩემი ძმის ცოცხლად გამოშვება არ სურთ. ხვალ ორი წელი სრულდება, რაც მამაო საპყრობილეში ჩააგდეს. ნეტავ რა იცის ისეთი, რომ მისი დასამარება უნდათ?!", - წერს ფეისბუქზე თორნიკე მამალაძე.

თორნიკე მამალაძე უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას მართავს და კარავში ცხოვრობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია