შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჯანდაცვის სამსახურმა ახალციხეში სალონების შემოწმება დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21317 
 08 თებერვალი 2019
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი ამბობს, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის მიხედვით, მათ სალონების შემოწმება იანვრიდან დაიწყეს. „ჯერ ნაწილი შევამოწმეთ და რაიმე ისეთი დარღვევა, რომ ოქმი შეგვედგინა არ გამოკვეთილა. ჩვენ სალონების თანამშრომლები დავატრენინგეთ და მათ კარგად იციან ახალი რეგულაციების შესახებ. იმედია რომ დარღვევები არც სხვა სალონებში გამოიკვეთება“,– ამბობს ფატი ხაბულიანი.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა, 2018 წლის შვიდ სექტემბერს დაამტკიცა. სილამაზის სალონებისთვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2016 წლის ინავარში ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც სალონებში ინვენტარი უნდა განახლებულიყო და ჰიგიენური წესებიც დაეცვათ. ამავე წლის ოქტომბრიდან ახალი რეგულაციების გათვალისწინება ყველა სალონისთვის სავალდებულო გახდა. რეგულაციების მიხედვით სალონებს მუშაობის წესის, ინსტრუმენტების, ავეჯის, ნარჩენების გატანის, სტერილიზაციის და სხვა პროცედურების შეცვლა მოუხდათ. თუმცა, მანამდე ისინი „საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებად“ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ სალონებში განუცხადეს სტატუსიც შეიცვალეს და დანადგარებსაც იძენდნენ.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი