შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ხშირად ჩვენი ხარჯით გვიწევს ბენეფიციართან მისვლა’ – სოციალური მუშაკი ახალციხიდან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21323 
 08 თებერვალი 2019
სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ სამუშაოდ არასათანადო პირობები აქვთ, რამდენიმე მათგანს ერთ ოთახში უწევს მუშაობა და შესაბამისი სივრცის არ არსებობის გამო, აქვე უხდებათ ბენეფიციარების გამოკითხვაც. „არ გვყავს თანამშრომლების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ მოსახლეობას სრულყოფილი სერვისი შევთავაზოთ“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკი ნინო საანიშვილი. მისი თქმით, ბოლო პერიოდში სოციალური სამსახურისადმი მიმართვიანობა გაიზარდა, ამიტომ სამუშაო საქმეების რაოდენობას ვეღარ უმკლავდებიან: „ძალიან მწირი იყო ძალადობის თემაზე მომართვიანობა, მაგრამ ახლა, რეფერირების პროცედურების ფარგლებში, ბევრი საკითხი შემოდის. სოციალურ აგენტებს დაემატა სამუშაო, რადგან ისინი ხშირად დადიან გამოკითხვაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ფარგლებში“.საანიშვილი აქცენტს სერვისების სიმწირეზეც აკეთებს: „ბენეფიციარებთან ცარიელი ხელებით მუშაობა ძალიან გვიმძიმს. რეგიონში არ არის მაგალითად, ხანდაზმულთა თავშესაფარი. ასეთი მიმართულებებით მუშაობა უნდა გაძლიერდეს, რომ სოციალურმა მუშაკმა ბენეფიციარს შესაბამისი სერვისი შესთავაზოს. ოჯახი როცა კრიზისშია, ვერ ვახერხებთ, რომ დასახმარებლად რაღაცა შევთავაზოთ, რადგან მაგალითად, ერთადერთი დღის ცენტრში ბორჯომშია და ახალციხიდან იქ ის ვერ წავა“. სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში რვა სოციალური მუშაკი და ერთი უფროსი სოციალური მუშაკია. მათ შორის ახალციხესა და ასპინძაში – ორ–ორი, ბორჯომში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ადიგენში კი ერთ–ერთი სოციალური მუშაკია. რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მუშაობს. ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მუშაკები ადამიანური რესურსების დამატებას, სახელფასო ანაზღაურების გაზრდასა და სხვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ შესაბამისი წერილი ჯანდაცვის სამინისტროში დღეს, რვა თებერვალს შეიტანეს. წერილს ხელს საქართველოს მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი და იურისტი აწერს. [თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება