შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაკურიანში ქვეითად მოსიარულე ორ ქალს მანქანა დაეჯახა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21318 
 08 თებერვალი 2019
შემთხვევა ბაკურიანში შვიდ თებერვალს, ღამით მოხდა. „მიცუბიშის“ მარკის მანქანა ქვეითებს, ცხრა აპრილის ქუჩაზე დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ჯერ ბაკურიანის სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანა შემდეგ კი 30 წლის ქალი გორში, 20 წლის ქალი კი თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანა. „ჩვენთან შემოყვანის დროს ორივეს თავზე მძიმე დაზიანებები ჰქონდათ, 30 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა“, – გვითხრეს ბაკურიანის სამედიცინო დაწესებულებაში. "გორმედის“ ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.მომხდარზე ძიება სსკ-ს 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შსს–ში განმარტავენ, რომ მძღოლი ამ დრომდე დაკავებული არ არის. [თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება