შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რას გეგმავს დავით სონღულაშვილი მომავალი კვირიდან

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 09 ოქტომბერი 2018
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი facebook-ის გვერდზე სამოქმედო გეგმას აქვეყნებს, რომლის შესრულებასაც შემდეგი კვირიდან შეუდგება.
განრიგის მიხედვით, მომავალი კვირიდან ის შემდეგ აქტივობებს განახორციელებს:

#1- გამოვაქვეყნებ გურჯაანში და მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრების განრიგს;
#2 - გამოვაქვეყნებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შემუშავებისთვის საჭირო სამუშაო ჯგუფების სიას და გეგმის შემუშავების გრაფიკს (ნებისმიერ მსურველს შეეძლება სამუშაო ჯგუფებში გაწევრება ინტერესების მიხედვით და მონაწილეობის მიღება გეგმის შემუშავებაში);
#3 - გამოვაქვეყნებ დეპუტატის ბიუროს ადგილმდებარეობას და სამუშაო გრაფიკს
#4 - გამოვაქვეყნებ ადგილობრივ მმართველობასა და თვითმმართველობასთან თანამშრომლობის პრინციპებს და საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმებს;
#5 - გამოვაქვეყნებ ადგილობრივ მედიასა და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის ძირითად პრინციპებს;
#6 - შემოგთავაზებთ დეპუტატის საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის ისეთ მოდელს, რომლის მეშვეობითაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელს საშუალება ექნება თვალყური ადევნოს ჩემს აქტივობებს და დაპირებების შესრულების გრაფიკს;
#7 - შემოგთავაზებთ მოსახლეობასთან მუდმივი და უწყვეტი კავშირის ისეთ სისტემას, რომლითაც გაგიადვილდებათ კომუნიკაცია როგორც პირადად ჩემთან, ასევე სადეპუტატო ბიუროსთან;
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია