შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლებში მანდატურის სამსახური გაძლიერდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21365 
 12 თებერვალი 2019
„მნიშვნელოვან რეფორმას ვახორციელებთ, ვაძლიერებთ უსაფრთხოებისა და ფსიქოლოგიური მომსახურების კომპონენტებს, ამავდროულად პირველად შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც მთლიანად უსაფრთხოებასა და პრევენციაზე იქნება ორიენტირებული. ეს ხელს შეუწყობს ჰარმონიულ და სწავლაზე ორიენტირებულ გარემოს სკოლაში, ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სხვა ქალაქის მოსახლეობასაც მივაწვდით“ - განაცხადა მანდატურის სამსხურის ხელმძღვანელმა გელა გელაძემ.მისი თქმით, სკოლაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით უკვე ამოქმედდა ე.წ. დარღვევის წერილები: „თუ კი მოსწავლე რაიმე წესს დაარღვევს, ამის შესახებ მანდატურები შეადგენენ დარღვევის ფურცელს და ინფორმაციას დაუყოვნებლივ მშობელსა და დირექციას გადაუგზავნიან. ასევე, მანდატურის სამსახურში იგეგმება ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის გაძლიერებაც“. გელა გელაძის განცხადებით, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს მიმდინარე წელს 3000–მდე პირმა მიმართა, ეს კი ფსიქოლოგიური სერვისების მოსწავლეებისთვის მიწოდების აუცილებლობაზე მეტყველებს: „სამცხე–ჯავახეთში ასეთი ცენტრი არ არის, თუმცა მისი გაკეთბა წელს იგეგმება და ის რეგიონის მასშტაბით ნებისმიერ მოსწავლეს მოემსახურება“. ამჟამად, ქვეყნაში არსებულ 2 085 სკოლიდან მანდატური 458–ს ემსახურება. საქართველოში სულ 1 300 მანდატურია. სამცხე-ჯავახეთის 168 სკოლიდან კი მანდატური მხოლოდ 14–შია. „იმ სკოლებში, სადაც მანდატურები არ არიან, იქნებიან უფლებამოსილი პირები, რომლებიც მოსწავლეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. ისინი გადამზადებას მანდატურის სამსახურში გაივლიან“, – ამბობს გელა გელაძე. მსგავსი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება. ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეხვედრა ამერიკის კუთხის პროექტის - „კანონის უზენაესობა თემებში“ ფარგლებში გაიმართა.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია