შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რეალურად, არც სააკაშვილი და არც ემიგრანტები საქართველოში დამბრუნებლები არ არიან"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36219 
 12 თებერვალი 2019

ანა­ლი­ტი­კო­სი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ემიგ­რან­ტებ­თან სა­ა­კა­ში­ლის შეხ­ვედ­რას მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის პიარ-ნა­ბი­ჯად აფა­სებს. მისი აზ­რით, სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მომ­სვლე­ლი არაა. თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ეს პრო­ცე­სი გად­მო­ვი­დეს ქვეყ­ნის შიგ­ნით და ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო პრო­ცე­სი.

"ბელ­გი­ა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვილ­ზე პირ­და­პირ ასახ­ვას ვერ ჰპო­ვებს, რად­გან მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­წყო­ბა უკვე შექ­მნი­ლია და ამის შეც­ვლა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, პრობ­ლე­მა აქ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ არის. პრობ­ლე­მა ისაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა და ამის ასახ­ვა ფრაგ­მე­ტუ­ლად მოხ­და ბელ­გი­ა­ში. იქ მოხ­და გარ­კვე­უ­ლი და­პირსპი­რე­ბა სა­ა­კა­ში­ლის მომ­ხრებ­სა და მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გებს შო­რის. ეს იმ­დე­ნად დიდი პრობ­ლე­მა არაა, თუმ­ცა არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ეს პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა გად­მო­ვი­დეს ქვეყ­ნის შიგ­ნით და ეს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას თვა­ლი უნდა ადევ­ნოს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ფარ­გლებს არ გაც­დეს.

თო­რემ რე­ა­ლუ­რად არც სა­ა­კაშ­ვი­ლი და არც ემიგ­რან­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ბრუ­ნებ­ლე­ბი არ არი­ან. ის, რაც მოხ­და პო­ლო­ნეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზე ამის გან­მე­ო­რე­ბა ფაქ­ტი­უ­რად გა­მო­რი­ცხუ­ლია. თუმ­ცა ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეც, რას იზამს და რას გა­ა­კე­თებს. სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­შინ ჩა­მო­ვა, თუ მას ექ­ნე­ბა გა­რან­ტია, რომ არა მარ­ტო არ გა­ა­სამ­რთლე­ბენ, არა­მედ და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ყო­ველ­გვა­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბი­სა­გან. რო­დე­საც ის მბობს, რომ ჩა­მო­ვალ სა­ქარ­თვე­ლო­შიო, ეა არის უბ­რა­ლოდ პა­ი­რის გა­კე­თე­ბა მისი მომ­ხრე­ბის­თვის. სა­აკშ­ვი­ლი ჩა­მო­ვა მა­შინ თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა", - გვი­თხრა ძა­ბი­რა­ძემ.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ორი­ვე ძა­ლას სურს ქვე­ყა­ნა მუდ­მი­ვი ოპო­ნი­რე­ბის ნე­გა­ტი­ურ ნა­რა­ტივ­ში ჩა­ტო­ვოს, რაც სა­ბო­ლო­ოდ ქვეყ­ნის­თვის კარ­გი შე­დე­გის მომ­ტა­ნი არ არის.

"მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ჯან­სა­ღია. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერ­თგვა­რი სიმ­ბი­ო­ზი ცდი­ლობს, რომ აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მან­კი­ე­რი ორ­პო­ლუ­სი­ა­ნი ვი­თა­რე­ბით. მათი და­პი­რის­პი­რე­ბა ერ­თგვა­რი ოჯა­ხუ­რი გარ­ჩე­ვაა, თუ ვის დარ­ჩე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი მუ­რუ­სი­ძის სა­ხით. აქ მი­დის ბრძო­ლა ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის და არა - ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ორი­ვე ძა­ლას სურს ქვე­ყა­ნა მუდ­მი­ვი ოპო­ნი­რე­ბის ნე­გა­ტი­ურ ნა­რა­ტივ­ში ჩა­ტო­ვოს.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა პო­ზი­ტი­უ­რი დღის წეს­რი­გის შე­მუ­შა­ვე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, არა­მედ გვტო­ვებს ნე­გა­ტივ­ში, მუდ­მი­ვად ცდი­ლობს მო­ახ­დი­ნოს სპე­კუ­ლი­რე­ბა "ან­ტი­მი­შას ფაქ­ტორ­ზე" და ამით გა­ვი­დეს ფონს. ეს სა­ვა­ლა­ლო რე­ა­ლო­ბაა," - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ambebi.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება