შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა - გიორგი ბოტკოველის ბრიფინგი

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 09 ოქტომბერი 2018
"ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა გურჯაანის ოფისში ბრიფინგი გამართა.
მან იმ პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მათი ხელისუფლებაში მოსვლის შეთხვევაში განხორციელდება.
ბოტკოველის განცხადებით, შეიქმნება ფონდი, რომელიც ბანკებით დაზარალებულ მოსახლეობასა და იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც სამსახურიდან 2012-2018 წლებში გაათავისუფლეს.

-„ხელსუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ შევქმნით 2-მილიარდნახევრიან ფონდს, რომელიც მოემსახურება დღევანდელ ოლიგარქიულ მმართველობას შეწირულ ადამიანებს. ინიციატივა გულისხმობს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული მოქალაქეების მხარდაჭერას, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზიაციებისგან და ბანკებისგან დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნაწილს ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოუხსნეს შემწეობა. ბევრი ასახელებს, რომ ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი იყო და მიზეზი ესაა. მოხდება ამ ადამაინების შესწავლაც. ასევე დავეხმარებით ყველას, ვინც თვლის, რომ მისი ქონების ჩამორთმევა მოხდა ზუსტად დღევანდელი რეჟიმის მხრიდან.“- განაცხადა ბოტკოველმა.

ბენეფიციარების აღსაწერად საქართველოს მასშტაბით 24 ოფისი იფუნქციონირებს, მათ შორის გურჯაანში, თელავსა და ყვარელში. გიორგი ბოტკოველის თქმით, სათანადო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ მოქალაქეებს გარაანტიის სერტიფიკატს მისცემენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია