შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21384 
 14 თებერვალი 2019
რეგიონში მოქმედი ხუთი სამედიცინო დაწესებულებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში 1 555 ბავშვი დაიბადა. სამშობიარო განყოფილებები სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ოთხში ფუნქციონრებს. მათ შორის ორი ახალციხეშია – კლინიკა „იმედი“ და რეფერალურ ჰოსპიტალი. სამშობიარო ბლოკები აქვთ ბორჯომის, ნინოწმინდისა და ახალქლაქის სამედიცინო დაწესებულებებშიც. რეგიონში, ყველაზე მეტი 500 ბავშვი ახალქლაქში დაიბადა, როგორც საავადმყოფოს მენეჯერი ალექსანდრე თოროიანი ამბობს, აქედან 270 ბიჭია.ახალშობილების რაოდენობის სიდიდის მიხედვით ახალქალაქის შემდეგ რიგით მეორე ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალია. აქ, გასულ წელს 386 ბავშვი დაიბადა, მათ შორის 214 ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებია, 172 კი რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მკვიდრია. „ჩვენთან დაბადებული ბავშვების უმრავლესობა, დაახლოებით, 55% გოგოა“, – ამბობს ახალციხის რეფერალუტი საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი. გასულ წელს კლინიკა „იმედში“ 309 ბავშვი დაიბადა, ხოლო ნინოწმინდაში – 176.რაც შეეხება ბორჯომის საავდამყოიფოს, აქ 2018 წელს 184 ჩვილი ჰყავდათ, აქედან 101 ბიჭი და 83 გოგო იყო. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

სოფელი მთაში [ფოტო]

საზოგადოება