შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია მომავალ წელს იგეგმება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 09 ოქტომბერი 2018
გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია მომავალი წლიდან დაიწყება. როგორც ჩვენთან საუბარში მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, ამჟამად დეტალური პროექტირება მიმდინარეობს.

„პირველადი ესკიზები გაკეთებულია. ჩაბარების ვადა, როგორც ჩემთვის ცნობილია, თვის ბოლომდეა. დასრულებისთანავე გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესრულებაზე. გამარჯვებული კომპანია, სავარაუდოდ, წლის დასაწყისშივე დაიწყებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში გაკეთდება: საზაფხულო კინოთეატრი, სპორტული მოედანი, ამფითეატრი, ბავშვთა გასართობი კუთხე, მოხდება შალკიკაშვილების სახლმუზეუმის რესტავრაცია, მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხე, ტურისტული ცენტრი და ა.შ. “

შეგახსენებთ, რომ კულტურისა და დასვენების პარკი მე-20 საუკუნის ოცდაათიან წლებში გაიხსნა. ადგილი, რომელიც წლების განმავლობაში გურჯაანელებისთვის საუკეთესო გასართობი იყო, 1989 წლიდან მიტოვებულია. პარკის აღდგენის ინიციატივა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს, დავით სონღულაშვილს ეკუთვნის. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია