შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმე სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21401 
 15 თებერვალი 2019
მოსარჩელეების ადვოკატის ეკა აბაშიძის თქმით, სარჩელს სამართლებრივი ხარვეზი ჰქონდა და სასამართლომ წარმოებაში მიღებაზე უარი ამ მიზეზით თქვა: "გავასწორებთ ამ ხარვეზს და სარჩელს ხელახლა შევიტანთ". ახალციხის რაიონულ სასამართლოში მეეზოვე დათო ლომიძის, ასევე, ელექტრიკოსების პავლე ათუნაშვილისა და ივანე დავიდოვის სარჩელი 29 იანვარს დარეგისტრირდა. სამივე მათგანის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენა იყო. ისინი ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურიდან 2018 წლის 31 დეკემბერს გაათავისუფლეს. სამივე მათგანი აცხადებს, რომ "კეთილმოწყობის" სამსახურში მათ ანაზღაურების გარეშე დამატებითი სამუშაოს შესრულებას სთხოვდნენ, კეთილმწოყობაში კი ირწმუნებიან, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაითხოვეს, მათზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდნენ. [თამუნა უჩიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია