შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გზის რეაბილიტაცია სოფელ კარდენახშიც შეჩერებულია

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 09 ოქტომბერი 2018
რამდენიმე დღეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში სასაფლაოსთან მისასვლელი გზისა და ცენტრალური გზიდან უბანში ჩასასვლელების მოასფალტების სამუშაოები შეჩერებულია.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ამხანაგობა კავთას“ წარმომადგენლები სოფელში აღარ გამოჩენილან. ჩვენი ინფორმაციით, რეაბილიტაციის დროს დასაქმებულებს კუთვნილი ხელფასიც არ აუღიათ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერისთვის მიზეზი უცნობია, რადგან ამ დროისთვის საქმის შესწავლა მიმდინარეობს.

-„ტენდერი გამოცხადებული იყო 742 000 ლარზე, კომპანიამ კი 555 000 ლარად მოიგო. „ამხანაგობა კავთას“ ჰქონდა დაგვიანებები, გადაცდომები, მაგრამ სერიოზული არაფერი. სამუშაოები ალბათ ოთხი დღეა, რაც შეჩერდა. ზედამხედველობის სამსახურს შედგენილი აქვს ოქმები და დაჯარიმებები. ვერკევით სიტუაციაში, ველოდებით კომპანიის მფლობელს, აგვიხსნას რატომ შეჩერდა სამუშაოები. იმედს ვიტოვებთ, რომ „ბილდინგ დეველოპმენტ გრუპივით“, რომელიც ვეჯინში, ჩუმლაყსა და ახაშენში გზის რეაბილიტაციას ახორციელებდა, არაკეთილსინდისიერი შემსრულებელი არ აღმოჩნდება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ხარისხი და არავის ვაპატიებთ სამუშაოების ბოლომდე არმიყვანას. რაც შეეხება დაქირავებული მუშების ხელფასს, ეს ჩვენ პრეროგატივას სცილდება. კომპანიისთვის ავანსი წინასწარ გვაქვს მიცემული. კანონის თანახმად, მშენებელს ყველაფერი წინასწარ უნდა გაეთვალა. თუ „ამხანაგობა კავთა“ ვალდებულებებს არ შეასრულებს, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ.“- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

ხელშეკრულების თანახმად, რეაბილიტაცია 27 ივლისს დაიწყო და 27 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს, ამ დროისთვის კი კომპანიას დაახლოებით სამუშაოების 50%-60% აქვს შესრულებული.

აპირებს თუ არა სამუშაოების გაგრძელებას „ამხანაგობა კავთა“ და რატომ შეაჩერა რეაბილიტაცია, ამის გარკვევას თავად კომპანიაში შევეცადეთ, თუმცა დამფუძნებელს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია