შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილს, როგორც „მგუდავს“ ამჯერად მამუკა ხაზარაძე ჰყავს მიზანში ამოღებული"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 თებერვალი 2019

 „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია „თიბისი" ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„ივანიშვილს, როგორც „მგუდავს" ამჯერად მამუკა ხაზარაძე და TBC ბანკი ჰყავს მიზანში ამოღებული გასაგუდად. ბანკს ხაზარაძის დისკრედიტაციით ანადგურებს და თვითონ ხაზარაძეს ბანკის მეშვეობით!

ფაქტია, ვიდრე მამუკა ხაზარაძე TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეა, ხელ-ფეხი აქვს შეკრული და რომც უნდოდეს, ვერანაირ პოლიტიკურ განცხადებას ვერ გააკეთებს და პოლიტიკურ ბრძოლაში ვერ ჩაებმება. ეს რომ გააკეთოს ლონდონის საფონდო ბირჟაზე კატასტროფულად დავარდება აქციების ფასი და ზარალი აუნაზღაურებელი იქნება. ისედაც, TBC ბანკმა ერთ დღეში 176 მილიონი ლარი დაკარგა და აქციების ფასი 6,66%-ით გაუფასურდა.

მოკლედ, ხაზარაძემ რომ პოლიტიკური განცხადებებების კეთება დაიწყოს, გუშინდელი დღე მონაგონი იქნება. ივანიშვილმა ეს გადასარევად იცის და ხაზარაძე კუთხეში ჰყავს მიმწყვდეული.

დიახ, ივანიშვილი TBC ბანკს ხაზარაძის დისკრედიტაციით გუდავს და ხაზარაძეს ბანკის მეშვეობით! ხაზარაძეს ერთადერთი გამოსავალი აქვს, თავისი ნებით გადადგეს ბანკში დაკავებული ყველა ოფიციალური პოზიციიდან, გადგეს გვერდით და დაიწყოს ღია ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ. მხოლოდ ამ გზით გადაირჩენს თავს!", - წერს ნიკა მელია ფეისბუქზე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია