შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

1 აგვისტოდან დღემდე მიწა 12 164 მოქალაქეს დაურეგისტრირდა

ეკონომიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 09 ოქტომბერი 2018
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობის პირველი თვის შედეგები შეაჯამა.
მისი ინფორმაციით, 1 აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 45 575 განცხადება შევიდა.
აქედან 12 164 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა თავად მოიძია საჭირო საბუთები და ყოველგვარი ბარიერის გარეშე მოქალაქეს მიწა წარმატებით დაურეგისტრირა. 25 743 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა, რეფორმის შედეგად შეძენილი ახალი უფლებამოსილებების წყალობით, მოქალაქის ნაცვლად თავად დაიწყო სხვადასხვა უწყებაში შესაბამისი საბუთების მოძიება და ამ განცხადებათა დიდი ოდენობა ასევე წარმატებით დასრულდება, 4 648 განცხადება კი ამჟამად შესწავლის პროცესშია.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, განცხადებების წარდგენის კუთხით, ყველაზე მაღალი აქტივობით შემდეგი მუნიციპალიტეტები გამოირჩევა: გარდაბანი, მცხეთა, თბილისი, მარნეული, ოზურგეთი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, გორი და ლანჩხუთი.

რეფორმის ფარგლებში 1 სექტემბრიდან აზომვითი ნახაზის მომზადება ახალი სტანდარტით ხდება. გაიმიჯნა პასუხისმგებლობა ამზომველსა და მოქალაქეს შორის, კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე − ამზომველი. იუსტიციის სასწავლო ცენტრმა 5 ამზომველზე გასცა სერტიფიკატი.

მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 2 405 405 ან ელექტრონული ფოსტით: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია