შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა მოხდა ოზურგეთში 'ლიბერთი" ბანკის ავტოსალაროსთან

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36312 
 16 თებერვალი 2019

 საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, დავით მელუა ოზურგეტში, "ლიბერთი" ბანკის სალაროსთან მომხდარ ფაქტზე სოციალურ ქსელში წერს: 

"ოზურგეთი, ლიბერთი ბანკის ავტოსალარო (ახალი ავტოსადგურის გვერდით, ავერსის წინ დგას სპეცმანქანა), მეც მანქანით მივადექი, საპენსიო ბარათის (ბანკომატში განაღდებისთვის) ყოველწლიური ვალიდაცია სჭირდება დედაჩემს. ორი სალაროა, რიგიც ორია, ერთ სალაროსთან სამი კაცი დგას მეორესთან ასე 10-მდე ქალი. უხერხულად ვიგრძენი თავი და ხმამაღლა მივმართე რიგში მდგომთ - რომ გადანაწილდეთ ორივე სალაროსთან არ სჯობია?! დასრულებული არ მქონდა და იმ სამკაციანი სალაროს მოლარემ - ეს გენაცვალე კაცების რიგია იქანე ქალები არიანო - მომიგო. სოფელში წამოსვლის წინ სამსახურში სწორედ მაგ გენდერის პროგრამით მქონდა ნერვი მოწიწკნილი და ამ მოლარეზე ვიყარე ჯავრი. შენ ქალო ხომ არ გაჟრიალებს რა კაცის და რა ქალის რიგი, 21-ე საუკუნეა გარედ. ამ სამ კაცს რომ გაუშვებ და სხვა კაცი არ მოვიდეს უნდა იყო მასე მაგ ბუტკაში გაშტერებული - ვუღრიალე. დედაჩემს ხელი მოვკიდე და იმ სამ კაცს მივუყენე რიგში. იოლად გავედით, 10 წუთში მოვრჩით. ხმა არვის დაუძრავს მაგრამ არცერთი ქალი გადმოსულა იმ გრძელი რიგიდან აქეთ მოკლე რიგში. ვუცქერდი ამ რიგებს და ვფიქრობდი - რაც ამ უბედურებზე გენდერული თანასწორობის პროგრამების საბაბით ფულია დახარჯული 10 წელი ხომ ეყოფოდათ ამ მათხოვრულ პენსიად? თუმცა აბა გაბედე და ამ ფულის სწორად ხარჯვის საკითხი დასვი, შეგჭამენ. პირდაპირ თუ ვერ მოგერევიან თავიანთ ლობისტებს მოგისევენ რომლებიც მრავლად ჰყავთ, მათ შორის ხელისუფლებია მაღალ ეშელონებში"-წერს დავით მელუა. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია