შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფსიქიკური პრობლემების მქონე ყველა ადამიანი არ არის სოციალურად საშიში

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61907 
 17 თებერვალი 2019

 

 

მსოფლიოში დაახლოებით, 500 მილიონ ადამიანს აღენიშნება მენტალური პრობლემები, რის გამოც ფსიქიკური აშლილობები ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვში შედის,  სტატისტიკურად  მეორე ადგილზეა მსოფლიოში  გულის დაავადებების შემდეგ.  მიუხედავად იმისა ,რომ ეს დაავადებები ხშირ შემთხვევაში განკურნებადია, სოციალური სტიგმის გამო ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები  საზოგადოების არასრულფასოვან წევრებად განიხილებიან. რა აძლიერებს  საზოგადოებრივ სტიგმას, უარყოფით გავლენას ახდენს მენტალური პრობლემების მქონე პირებზე ის და როგორ უნდა ვებრძოლოთ არასწორ ინფორმაციას, ამ თემებზე  ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფსიქიატრებს და ფსიქოლოგებს ვესაუბრეთ.

 

როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა სტიგმა საზოგადოებაში ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანების მიმართ?
 რა თქმა უნდა, არსებობს. ჩვენ ყოველდღე ვხვდებით სტიგმას და მისგან გამოწვეულ  დისკრიმინაციას.


-
უფრო კონკრეტულად, რა შემთხვევების მოწმე ყოფილხართ ?

– ჩვენ პრაქტიკაში ხშირად ვყოფილვარ მომსწრე, როგორ ხდება პაციენტის უფლებისა და თავისუფლების უგულებელყოფა  თვითონ ოჯახის წევრების მხრიდან;  როგორ ხდება მათი გარიყვა და მასტიგმატიზირებელი ტერმინებისა თუ მოსაზრებების გამოყენება: გიჟია, უფრთხილდით, არ მიეკაროთ და .. ხოლო,  როცა საქმე  გარკვეულ დიაგნოზთან გვაქვს,  პაციენტები საზოგადოებრივი აზრის გამო,  უარს ამობენ სტაციონირებაზე.

 

- თქვენი აზრით, საიდან იწყება სტიგმა, რა არის მთავარი მასტიგმატიზირებელი?

სტიგმის მიღმა საზოგადოება და ოჯახი დგას.როგორც უკვე ვთქვი,  საზოგადოებაში გავრცელებული შიშისა და უარყოფითი  დამოკიდებულების გამო, ოჯახების მხრიდან ხდება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები ჯანმრთელობის მდგომარეობის  დამალვა, რაც იწვევს პაციენტისათვის საჭირო მკურნალობის დაგვიანებას.


-
როგორც თქვენ აღნიშნეთ, საზოგადოებას ფსიქიკური პრობლემების მქონე ყველა ადამიანის ეშინია.  თქვენი აზრით, საიდან მოდის ეს  დამოკიდებულებ?

სტერეოტიპული, ტრადიციული შეხედულებებიდან და საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან. სამწუხაროდ, მედია ამ თემაზე უარყოფით კონტექსტში უფრო მეტს მუშაობს, ვიდრე - დადებითში. იგივე,  ფსიქიატრიული დაწესებულებების შესახებ,ძირითადად,ნეგატიური ხასიათის მასალა მზადება.

საზოგადოებას აკლია ინფორმირება ფსიქიატრიის დარგის შესახებ, მთავარი პრობლემა აქედან იწყება. სწორედ ამიტომ მედიასაშუალებებმა უნდა მოიწვიო ფსიქიატრიის დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და მათთან ერთად  განიხილონ რეალური შემთხვევები, დაგეგმონ  სხვადასხვა  სოციალური კამპანიები, ცნობილი სახეების მონაწილეობით. ფსიქიკური პრობლემების მქონე ყველა ადამიანი არ არის სოციალურად საშიში, ძალადობრივი ქცევა მხოლოდ 1%–ს ახასიათებს.


  
-
უფრო კონკრეტულად, რა არის მთავარი პრობლემა, რასაც მედიის წარმომადგენლებში ხედავთ?

მედია ხშირად  არასწორ კონტექსტში  აშუქებს აღნიშნულ თემებს. ამ კუთხით მომუშავე ჟურნალისტებს მინიმუმ ტერმინების დეფინიციის განსაზღვრა უნდა შეეძლოთ, რადგან ძალიან ბევრი ტერმინოლოგიური ლაფსუსია, რაც აღმოსაფხვრელია,რადგან  არასწორი და დისკრიმინაციული სიტყვები საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებას  ამძაფრებს  და   სტიგმას აძლიერებს. კონკრეტული იარლიყის მინიჭება კი  აკნინებს ფსიქიკური პრობლემები მქონე  ადამიანის პიროვნებას და ხელს უშლის, მათ სოციუმში დაბრუნებას.


-
როგორ ფიქრობთ, საიდან და რა მეთოდებით უნდა დავიწყოთ სტიგმასთან ბრძოლა?

-უნდა მოხდეს სწორი, ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის შექმნა. ამ პროცესებში კი ასობრივი კომუნიკაციის საშუალებებს  მართლაც დიდი როლი ქვთ. ასმედიას, პირველ რიგში, საზოგადოების გაერთიანების ფუნქცია ეკისრება. სწორედ ამიტომ, მედიამ მეტი დრო უნდა დაუთმოს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების შესაძლებლობების გაშუქებას.  მედიის წარმომადგენლებმა, დარგის პროფესიონალებთან და  ფსიქიატრიული დაწესებულებებთან თანამშრომლობით, უნდა დაიწყონ სოციალური რეკლამების, კამპანიებისა და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების თუ რეპორტაჟების გადაღება ადამიანებზე, რომელაც კონკრეტული პრობლემები აქვთ, ასე საზოგადოება უკეთ გაიცნობს და სწორი წარმოდგენა შეექმნება მათ ყოველდღიურობაზე.

დიაგნოზი არ არის განაჩენი, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს აქვთ სხვადასხვა უნარები და ადამიანური ისტორიები და  აუცილებლად უნდა     მივცეთ მათ საკუთარი თავის რეალიზების საშუალება .


 

    

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია