შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘სტრატეგია რომ მუშავდება, საკრებულომ უნდა იცოდეს’– დეპუტატის საყვედური მერიას

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21433 
 18 თებერვალი 2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020–2022 წლების ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა საკრებულომ დღეს, 18 თებერვალს დაამტკიცა. ახლადშექმნილი დოკუმენტი დეპუტატებს ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტმა მარიამ ზაზაძემ გააცნო.საკრებულოს დეპუტატმა თამარ გოგოლაძემ განაცხადა, რომ როდესაც მუნიციპალიტეტი ოთხწლიან სტრატეგიას ამზადებს, მასში ჩართული და ამავე დროს ინფორმირებული საკრებულოს დეპუტატები აუცილებლად უნდა იყვნენ.„ეს სტრატეგია შემუშავდა ისე, რომ საკრებულოს დიდი უმრავლესობა არ ვიყავით საქმის კურსში, მე სამ კაცს არ ვგულისმობ. მერიის სამსახურებიც უნდა მიხვდნენ, რომ ჩვენ ვართ ის ორგანო, რომელიც ყველა დეტალზე უნდა ვიყოთ საქმის კურსში, გარდა ამისა ჩვენგან არცერთი ახალგაზრდა არ არის ჩარული. ეს არის არასწორი დამოკიდებულება. ოთხწლიანი სტრატეგია, რომ მუშავდება საკრებულო უნდა ვიყოთ საქმის კურსში, მე არ მაქვს სამსახურთან პრეტენზია, ისევ ორგანიზაციულ საკითხთან მივდივართ, ეს უნდა იყოს მოგვარებული“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე თამარ გოგოლაძემ.საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ამბობს, რომ თამარ გოგოლაძის შენიშვნა სამართლიანია და მომავალში აუცილებლად გაითვალიწინებს: „პირობას გაძლევთ, რომ სხვა დროს ეს იქნება მერიისგან, თუ საკრებულოსგან ინიცირებული საკითხი, აუცლებლად შეგატყობინებთ ყველა დეპუტატს“.დოკუმენტი 14–29 წლის ახალგაზრდებზეა გათვლილი. მასში გაწერილია ოთხი მიზანი, რომელიც 2020–2022 წლებში უნდა განხორციელდეს, ესენია: ახალგაზრდების დასაქმების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის შესაბამისი პირობების შექმნა, ახალგაზრდების მონაწილეობის მხარდაჭერა, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისე დაგეგმვის და განხორციელების პროცესში და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა.„ძალიან განსხვავდება ახალგაზრდების საჭიროებები, როგორც სოფლებში ისე ქალაქებში. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ადგილზე ახალგაზრდების საჭიროებების შესწავლა და დავიწყეთ მუშაობა ამ კუთხით. წინა წელს ჩავატარეთ კვლევა ექსპერტებთან ერთად და დავწერეთ ანალიზი ახალგაზრდების საჭიროებების შესახებ, შემდეგ კი შევიმუშავეთ გეგმა თუ რაზე უნდა იმუშაოს ახალციხის მუნიციპალიტეტმა იმისთვის, რომ დაძლიოს ეს საჭიროებები“, – ამბობს მარიამ ზაზაძე.მისი თქმით, ეს არის ერთგვარი გზამკვლევი იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაონ ახალგაზრდებთან.შეხვედრას დეპუტატებთან ერთად კულუტურის სამსახურის უფროსი ზაზა თამარაშვილიც ესწრებოდა, თუმცა შეკითხვას, თუ რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია დეპუტატებს სტრატეგიული დოკუმენტის შესახებ, არ უპასუხა.დეპუტატებმა ახალგაზრდული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს.შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი გასულ წელს მომზადდა, რომლის შექმნაში მონაწილეობა ექსპერტებმაც მიიღეს. გაწეული სამუშაოს შესახებ 24 დეკემბერს ახალციხის საკრებულოს შენობაში საინფრომაციო შეხვედრაც გაიმართა, ახალგაზრდული დოკუმენტის შესახებ ორგანიზატორებმა დეტალურად ისაუბრეს.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება