შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყვარლის 2019 წლის ბიუჯეტიდან სახელფასო ფონდისთვის 1 500 000 ლარია გამოყოფილი

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=36955 
 19 თებერვალი 2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან თანამშრომელთა ყოველთვიური ანაზღაურებისთვის 1 500 000 ლარია გამოყოფილი.

როგორც knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მარიამ შეყელაძემ განუცხადა, საკრებულოს სახელფასო ფონდი 400 000 ლარს შეადგენს, ხოლო მერიაში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის 1 100 000 ლარია გათვალისწინებული.
,,2019 წლის ბიუჯეტიდან საკრებულოს და მერიის თანამშრომელთა ხელფასებზე 1 500 000 ლარი დაიხარჯება. პრემიის გაცემა კი წლის განმავლობაში არ იგეგმება. გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ გაიცეს წლის ბოლოს, ხელფასის ფონდში ეკონომიის შემთხვევაში, თანამშრომელთა შეფასებების საფუძველზე”, – განუცხადა knews.ge-ს მარიამ შეყელაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია