შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოებისთვის გურჯაანის მერიამ საბუთების მიღება დაიწყო

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 09 ოქტომბერი 2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ წარჩინებულ პირველკურსელთა დაჯილდოებისთვის საჭირო საბუთების ნუსხა განსაზღვრა.

საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მაია ბეროშვილის განმარტებით, ჯილდოს მიღების მსურველებმა შესაბამისი საბუთები გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარადგინონ.
„ 19 ოქტომბრის 18 საათამდე, პირველკურსელებმა, რომლებმაც სამ საგანში (ქართული,უცხო ენა,უნარები) ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოს მისაღებად, მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: პირადობის მოწმობის ასლი; ატესტატის ასლი ან ცნობა სკოლიდან ზოგადი განათლების დასრულების შესახებ; ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, ქულების შესახებ და განცხადება.“

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში,თუ ერთნაირი მაღალი ქულების მქონე სტუდენტების რიცხვმა 20-ს გადააჭარბა,შესაბამისად, დაჯილდოებულთა რიცხვი გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ პირველკურსელებს, რომლებმაც, წელს, ეროვნულ გამოცდებზე შესაბამისი საგნები წარჩინებით ჩააბარეს,გურჯაანის მერია 500 ლარით დააჯილდოებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია