შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ინიშნება თუ არა ლანჩხუთის მერის მოადგილედ კახა ბექაურის ახლო ნათესავი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36381 
 19 თებერვალი 2019

"გურიის მოამბისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ლანჩხუთის მერის მოადგილედ, ლანჩხუთის ბაღების გაერთიანების მოქმედი ხელმძღვანელი, ნატა კობალავა ინიშნება.

წყაროს ცნობით, კობალავა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ახლო ნათესავია და სწორედ მისი ფაქტორი არის კონკრეტულ შემთხვევაში გადამწყვეტი მერის მოადგილის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. 

ინფორმაციის გადასამოწმებლად "გურიის მოამბე" ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს დაუკავშირდა. მერი გვეუბნება, რომ ის ამაზე ინფორმაციას არ ფლობს: "მე არ ვფლობ ამ ინფორმაციას. ვინც გითხრათ ამის შესახებ, იმასთან გადაამოწმეთ. არც უარყოფა არ შემიძლია, უბრალოდ არ მაქვს ეს ინფორმაცია. იმას გიდასტურებთ, რომ ჩემი მოადგილის ადგილი არის ვაკანტური."-გვითხრა სარიშვილმა.

რაც შეეხება თავად ნატა კობალავას, მერის მოადგილედ დანიშვნის შესახებ ის ჩვენთან ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა გვეუბნება, რომ ბექაური ნამდვილად მისი ახლო ნათესავია: "რა კავშირი უნდა ჰქონდეს კახას ამ საქმესთან? ის თბილისშია და თავისი საქმე აქვს, მე აქ ვარ. ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ, ამს გიდასტურებთ, მაგრამ მერის მოადგილეობასტან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს"-გვითხრა ბაღების გაერთიანების მოქმედმა ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ლანჩხუთის მერს  ჯერ ჯერობით მხოლოდ ერთი მოადგილე  ჰყავს. 


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია