შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რითი გარდაიცვალა 31 წლის ქალი ახალციხეში – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21447 
 19 თებერვალი 2019
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე ქალის გარდაცვალების მიზეზი მექანიკური ასფიქსია გახდა, რაც სასუნთქ გზებში პირნაღები მასის მოხვედრის შემდეგ განვითარდა. დოკუმენტის მიხედვით, გარდაცვალების დროს 31 წლის ქალს ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული. როგორც გარდაცვლილის დედა „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს დასკვნაში ისიც წერია, რომ მისი შვილის ცხედარს მხრების არეში მოლურჯო–მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა: „სისხლნაჟღენთები ჰქონდა ქალა სარქველის რბილი ქსოვილის შიგნითა ზედაპირზეც, აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ეს მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ასე ეწერა დასკვნაში“. დედის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნაში გარდაცვალების მიზეზად მექანიკური ასფიქსია წერია, იგი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს: „ნაცემი რომ იყო ეს დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე ვნახე, სხეული სილურჯეები ჰქონდა, ასევე ნეკნები ჰქონდა დამტვრეული. არ ვენდობი ამ დასკვნას, შეიძლება ისევ ამოვიღო ჩემი შვილი და კიდევ ჩავუტარო ექსპერტიზა“.სასამართლო ექსპერტები კი ამბობენ, რომ ხშირად ჭირისუფალს გარდაცვლილზე გვამური ლაქები ძალადობის კვალი ჰგონია. „დასკვნა არ მინახავს და გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ სილურჯე შეიძლება ჭირისუფალს შეეშალა გვამურ ლაქებში. რაც შეეხება ნეკნების მოტეხილობას, გულის არაპირდაპრი მასაჟის დროს, მითუმეტეს თუ ამას არაპროფესიონალი აკეთებს, ნეკნებზე დიდი ზეწოლა მოდის და არაა გამორიცხული რომ მოტყდეს“, – ამბობს ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე. ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში 31 წლის ქალი 22 დეკემბერს, ღამით გარდაიცვალა. გარდაცვლილის დედა ფიქრობს, რომ იგი მისმა მეგობარმა კაცმა მოკლა.შემთხვევის ღამეს ბინის მესაკუთრეს საეჭვო არ შეუნიშნავს: „იმ ღამეს ქალს სტუმარი ჰაყვდა და დალია, ვიცი რომ ნასვამი იყო“. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება