შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლოგინად ჩავარდნილ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტს, მკურნალობაზე უარს ეუბნებიან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36469 
 22 თებერვალი 2019

65 წლის ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალბატონი, უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. მ. ღი-ეს, რომელსაც სახლში არავინ ჰყავს და მარტო ცხოვრობს, სერიოზული მკურნალობა სჭირდება, თუმცა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მის დატოვებაზე ექიმები უარს ამბობენ. ქალბატონს გადაადგილებაც უჭირს. მას მეზობლები ეხმარებიან, რომ შიმშილით სიკვდილს მაინც გადაარჩინონ, თუმცა უმძიმესი ავადმყოფისთვის  სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. 

დღეს „გურიის მოამბესთან“ მ. -ღის უმძიმეს სოციალურ და ფსიქიკურ პრობლემებზე მისმა მეზობელმა, მარინა ზაზაძემ გვესაუბრა. როგორც ის გვიყვება, 65 წლის ქალი ფსიქიკური პრობლემების მქონე, ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტია, მაგრამ იმის გამო , რომ პატრონი აქ ჰყავს, არ გადაჰყავთ სპეციალურ დაწესებულებაში. უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობები აქვს, რადგან ფაქტიურად უუნაროა და ვერაფერს აკეთებს:

„65 წლის მ ღი-ძე ჩემს მეზობლად ჩაჩიბაძის 6 ნომერში ცხოვრობს, ქალბატონი მარტოხელაა, აქვს ფსიქიკური პრობლემები, არის ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტი, ჰყავს ექიმიც, მაგრამ იმის გამო, რომ უპატრონო და სოციალურად დაუცველია, კლინიკაში არ გადაჰყავთ, უმძიმეს საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობს, უუნაროა და ვერაფერს აკეთებს, როგორც ვიცით, ჰყავს ერთი შვილი, რომელიც არავინ იცის სად ცხოვრობს და დედას არც ნახულობს, მე როგორც ვიცი, მის სოციალურ დახმარებასაც სხვა იღებს, მაგრამ ვინ, ეგ არ ვიცი. ასევე, უპოვართა სასადილომაც შეუწყვიტა საჭმლის მოტანა და ჩვენ, მეზობლები ვაპურებთ, ძალიან გვეცოდება და იქნებ მიაქციონ ყურადღება ვისაც ევალება. გაუსაძლისი მდგომარეობა აქვს ამ ქალბატონს.“- გვიამბო ზაზაძემ.

"გურიის მოამბე" მეორე მხარის კომენტარის მოპოვებას ცდილობს, რომელსაც მიღებისთანავე გავავარცელებთ. 


 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია