შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში ყოველი მე-11 ნარკოდამოკიდებულია

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 თებერვალი 2019

საქართველოში ოფიციალურად 200 ათასი ნარკომომხმარებელია დარეგისტირებული, რომლებიც სხვადასხვა პროგრამაში არიან ჩართული. ამის შესახებ ნარკოლოგმა ზაზა გუნცაძემ „აიპრესთან" ინტერვიუში განაცხადა.

„ეს ძალიან დიდი ციფრია, ისეთი მცირერიცხოვანი ერისათვის, როგორიც საქართველოა. წარმოიდგინეთ, ყოველი მეთერთმეტე არის ნარკოდამოკიდებული. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს დროული რეაგირება და ასევე აუცილებელია სკოლის მერხიდანვე საზოგადოების, ოჯახის, პედაგოგებისა და ფსიქოლოგების აქტიური ჩართულობა, რათა ახალგაზრდები სრულფასოვნად აღიზარდონ და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ", - განმარტავს გუნცაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია