შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთში ჟურნალისტებს გადაღების დროს თავს ე.წ კანონიერი ქურდი დაესხა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36465 
 22 თებერვალი 2019

ლანჩხუთში, გადაღებაზე მყოფ ჟურნალისტებს თავს ე.წ კანონიერი ქურდი დაესხა, რომელმაც "ავერსის" კლინიკაში ერთ-ერთი დაჭრილის ახლობლებს მედიის წარმომადგენლებთან საუბრის საშუალება არ მისცა. 

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ჩვენთვის ადგილიდან მოწოდებული ინფორმაციით, დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ე.წ კანონიერი ქურდია, ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, დაჭრილის ახლობლებს კი ინტერვიუების ჩაწერა აუკრძალა: "ვის აძლევთ ინტერვიუებს, ადამიანებს უშვებთ? ბოზ...ა დაიწყეთ?"-უყვიროდა მამაკაცი იქ მყოფებს. 

მისი მხრიდან წამოსული აგრესიისა და ხმამაღალი საუბრის შემდეგ მედიასთან კომენტარის გაკეთება არავინ აღარ ისურვა. 

 ჟურნალისტები "ავერსის" კლინიკაში დღეს ლანჩხუთის სოფელ ახალსოფელში მომხდარი დაჭრის ფაქტის დროს დაშავებული მამაკაცის ოჯახის წევრებთან გასაუბრების მიზნით მივიდნენ, რა დროსაც ამ ინცინდენტს ჰქონდა ადგილი.

ცნობისთვის, დაჭრილი ორი მამაკაციდან ერთ-ერთი, რომელიც ფოთის კლინიკაში იყო გადაყვანილი ერთი საათის წინ გარდაიცვალა, მეორე კი ლანჩხუთის "ავერსის" კლინიკაში მოათავსეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 46 წლისა და 55 მამაკაცები, რომლებიც მეზობლები არიან, ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი სანადირო თოფებით დაჭრეს ერთმანეთი. 

მომხდარზე გამოძიება სსკ 117-ე მუხლით მიმდინარეობს. 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
კულტურა
გურიის მოამბე

"არტ-გენი 2019"