შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინას ორივე გუნდი ფრთის ქვეშ ჰყავს და ორივე ელოდება, როდის მიიღებს მოწყალებას მამა-და-მარჩენალისგან"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36511 
 23 თებერვალი 2019

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებს აფასებს და სოციალურ ქსელში წერს:

“მარტივად რომ ვთქვათ, შემდეგი რამე მოხდა ქოცებში:

ბესელია და მისი გუნდი პოზიციონირდნენ, როგორც ყველაზე ძველი, ე.წ. პროტოქოცები, რომლებიც ელოდებიან, როდის მოუბრუნდება მათკენ გული ბიძინას 2020 წლის არჩევნებისთვის. სასამართლო მხოლოდ საბაბი იყო. აქამდე ამ სასამართლოს რაც დამართეს ზუსტად ისევეა ბესელიას ბრალი, როგორც მურუსიძე-ჩინჩალაძის.

კობახიძე და ე.წ. “პრადვინუტი” ქოცები ასევე იმედოვნებენ, რომ კვლავ დარჩებიან ბიძინას ფავორში და მათზე გაკეთდება აქცენტი 2020-ში.

ანუ, ბიძინასთვის არაფერი შეცვლილა. ორივე გუნდი ფრთის ქვეშ ჰყავს და ორივე ელოდება, როდის მიიღებს მოწყალებას მამა-და-მარჩენალისგან.

ამიტომ, მთავარია, რომ ბიძინა მოვიშოროთ.

წინა არჩევნებზე 500.000 ით მეტმა ადამიანმა მისცა ხმა ბიძინას წინააღმდეგ.

შემდეგზე ამის ნახევარიც რომ დაემატოს, დამთავრებულია ბიძინას საქმეც და ქოცების ორივე განაყოფისაც. ინაშვილიც მიყვება, ვითომ არც არსებულა.

ასე მარტივადაა ეს ამბავი…”, – წერს სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია