შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაკურიანში ოთხი არასრულწლოვანი ქურდობაში ამხილეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21514 
 24 თებერვალი 2019
2002 წელს დაბადებულმა ა.მ–მ, 2005 წელს დაბადებულმა გ.თ–მ, 2006 წელს დაბადებულმა ლ. კ–მ და 2004 წელს დაბადებული ნ.მ–მ, 18-20 თებერვალს ბაკურიანში მაღაზიები, სილამაზის სალონი, სანოტარო ბიურო და ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებული სათამაშო აპარატები გაქურდეს. მათ ასევე სცადეს მეორე სანოტარო ბიუროს გაქურდვაც.სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ნაქურდალი ნივთები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა.შსს–ს ინფორმაციით, ოთხივე არასრულწლოვანი ქურდობის ცხრავე ფაქტს აღიარებს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია
მულტიმედია