შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რაში დახარჯავს მილიონ დოლარს ლადო აფხაზავა გამარჯვების შემთხვევაში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 თებერვალი 2019

მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს ფინალისტ, ლადო აფხაზავას აზრით, მასწავლებლის დაფასება თუნდაც ხელფასის გაზრდით უნდა გამოიხატოს, რადგან რეგიონში მასწავლებლებს უჭირთ. „ამ ყველაფერს მოსწავლეებიც ხედავენ, რომ მათ მასწავლებელს თუნდაც სეზონური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ აქვს", - ამბობს ლადო აფხაზავა.

მან ისიც თქვა, თუ რაში აპირებს მილიონი დოლარის დახარჯვას, თუ კონკურსში გიმარჯვებს. „მილიონი დოლარი პატარა თანხა არ არის, მით უფრო ჩემი რეგიონისთვის, გურიისთვის. მე ვაპირებ მაგალითად, ჩემს მუნიციპალიტეტში მოვაწყო სამზარეულო, კაფეტერიები სკოლებში, რასაც ბევრი სკოლა ვერ აკეთებს, რადგან გამდინარე წყალი სჭირდება და ზოგადად ბევრი სტანდარტია... მნიშვნელოვანია სოფელში ბავშვი ეკოლოგიურ წიგნიერებაში იყოს და სასათბურე მეურნეობას შევქმნით, რომ ბავშვმა ისწავლოს ძველი მეთოდით როგოორ დააფესვიანოს დააკალმოს მცენარეები... ასევე სტუდენტებს დავეხმარები, რაიონში ვიცნობ რამდენიმეს, ვისაც სტუდენტობა შეუჩერდა იმის გამო, რომ გადასახადი ვერ გადაიხადა“, - თქვა "იმედის" ეთერში ლადო აფხაზავამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია