შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია იწყება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36523 
 24 თებერვალი 2019

ოზურგეტში ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია იწყება-ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე საქართველოს პარლამენტში ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე წერს:

წარმოგიდგენიათ რა მაგარი შეიძლება გამოვიდეს? როცა შაბათ დილით გაიღვიძებ და შვილებს გაასეირნებ. ან ყურსასმენებით ირბენ. ბავშვები მთელი დღე ითამაშებენ. ფეხით სიარულის და ველოსიპედით სეირნობის ადგილი. ჩვენი ქალაქის ცენტრალური პარკი. ახალი, თანამედროვე. 

 გვინდა ეს თავისუფლება და დასვენება ოზურგეთელებმა უკეთესად შეიგრძნონ, სწორედ ამიტომ, ვასრულებთ პირობას და ოზურგეთში ცენტრალური პარკის სრულ რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციას ვიწყებთ, რომელიც კოსტავას 2-ში (გამგეობასთან) მდებარეობს! ამასთან ერთად, მოხდება თეატრის გვერდით მდებარე პარკის (“სამკუთხა”) სრული რეაბილიტაციაც. 

 პროექტს მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. ტენდერი პროექტირებაზე ერთ კვირაში გამოცხადდება. 

1 წლის წინ, ჩემი ბიუროს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ამ პროექტს 517 გამოკითხული ოჯახიდან 76% მისცა ხმა"-აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის ფეისბუკ პოსტში. 


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია