შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ფოთის ადმინისტრაციულ შენობაზე დროშა დაუშვეს

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://msnews.ge/news/3574 
 25 თებერვალი 2019
53238237_2245421355513928_8148401478545965056_o

სახელმწიფო დროშის დაშვების ცერემონიალს, საქართველოს ჰიმნის თანხლებით, ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფოთის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, 1921 წლის 25 თებერვალს დაღუპული იუნკრებისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები
მთავარი თემა სამეგრელოში

Virtuelle Datensicherheit ferner Schutz Ihrer Dokumente | Brainloop Secure Dataroom

კულტურა
ახალი ამბები