შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში ავტომანქანების ტროტუარებზე დგომას მერიის სამსახური გააკონტროლებს [R]

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 თებერვალი 2019

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიამ აქტიურად დაიწყო მონიტორინგი ქალაქის მასშტაბით ტროტუარებზე ავტომანქანების უნებართვოდ დგომის მიმართულებით.

აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლის მიხედვით მერიის შესაბამის სამსახურს გააჩნია უფლებამოსილება, მოახდინოს რეაგირება და ფულადი ჯარიმის (სანქციის) დაკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეზე.

პირველ ეტაპზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდება ყველა ფაქტის გამოვლენა და გაფრთხილების დოკუმენტით ინფორმირება სამართალდარღვევის შესახებ, განმეორებით შემთხვევაში კი, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები.

ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა ბილიკების (ტროტუარების) კეთილმოწყობა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია