შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოთში მდინარე კაპარჭა 20 წლის შემდეგ პირველად ამოიწმინდება

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://msnews.ge/news/3578 
 27 თებერვალი 2019
53297006_2247009962021734_7553479827227934720_o

მდინარე კაპარჭას გაწმენდითი სამუშაოები იწყება.კაპარჭას გაწმენდის პროექტი მდინარის 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს.

პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარია, იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

პროექტი გულისხმობს მდინარე კაპარჭის გამტარუნარიანობის აღდგენას.მდინარე კაპარჭისა და პალიასტომის ტბის გაწმენდითი სამუშაოები 20 წელია არ განხორციელებულა. ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლების კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია. მომრავლდა ქვეწარმავლები, კოღოები და სხვა მწერები. არხებისა და მდინარეთა ძირზე დაწყებულია მკვდარი მცენარეული მასის და პირველ რიგში, ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რამაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნა და იმავე ნივთიერებებით პალიასტომის შენაკადების დაბინძურება გამოიწვია.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს როგორც მდინარე კაპარჭის წყალგამტარიანობისა და შესაბამისად პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
მთავარი თემა სამეგრელოში

ფოთში კერძო სახლი იწვის

ახალი ამბები
მთავარი თემა სამეგრელოში

ფოთში ოპოზიცია დარღვევებზე საუბრობს

ახალი ამბები
ახალი ამბები