შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

'დაძინებული მთავრობა იმ რეალობაში უნდა გააღვიძო, რაფერშიც ჩვენ ვცხოვრობთ"-გურული ქალის გზავნილი ხელისუფლებას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36587 
 27 თებერვალი 2019

"მათ გადაუხვიეს იმ ღირებულებებს, რითიც 2012 წელს მოვედით"-"ოცნებიდან" დეპუტატთა ნაწილის წასვლა ამ მოტივით დაიწყო. უმრავლესობის ყოფილი წევრები, ღიად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ის მოლოდინები, რაც ხალხს მათი ხელისუფლებაში მოსვლის დროს ჰქონდა, გაუცრუბდათ. 

ის, რაზეც ახლა ალაპარაკდნენ "ოცნების" შიგნით, უკვე წლებია ღიად საუბრობენ თავიდანვე კოალიციაში შემავალი პარტიები, ოპოზიცია და თავად ხალხი, რომლის უკმაყოფილება ყოველწლიურად იზრდება, რაც თავის მხრივ სამთავრობო პარტიის რეიტინგის დაცემაში გამოიხატება. 

რატომ მიიჩნევს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ ხელისუფლებამ დანაპირები არ შეასრულა და მათი მოლოდინები არ გამართლდა, ან რა კუთხით გადაუხვია "ოცნებამ" ღირებულებებს, ამ კითხვით "გურიის მოამბემ" რამდენიმე ადგილობრივს მიმართა: 

ი. ტრაპაიძე - არაფერი დანაპირები არ შესრულებულა. პენსია გაიზარდა, ეკონომიკური ცხოვრება შეიცვალა თუ რა?!  2012 წლის შემდეგ, რა გაუმჯობესდა, პირიქით,გაუარესდა ყველაფერი. მე პირადად ასე ვარ.  აბსოლიტურად ყველაფერზე მაქვს პრეტენზია. არც  სასამართლო სისტემაა,  შერჩევითი სამართალია, ეკონომიკური სიდუხჭირეა, უმუშევრობაა. აღარ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო.

ულნაზი ჯანხოთელი - არანაირად არ იცავენ   თავიანთ ღირებულებებს.ნდობა ახლაც  კი გამოვუცხადეთ მაგათ, როგორც  2012-ში,  მაგრამ  არგაამართლეს. მე ვიყავი მაგათი  მომხრე  და  რა  გააკეთეს?  მე არ ვარ კმაყოფილი და  სხვისი არ ვიცი.  პრეტენზია მაქვს ყველაფერზე, უმუშევრობააა, პენსია 20 ლარი გადმოგვიგდეს მათხვრებივით.მარტის პენსიაც აღებული მაქვს და მარტის ბოლომდე უჭმელი უნდა ვიყო. არ ჰყოფნის ეს პენსია. ჯერ რა არის ეს პენსია-არაფერი. ყველაფერი გაძვირდა, რა  არის მაგათი გაკეთებული  აბა, მითხარით, ეგება  მე ვერ ვხედავ  და  მე ვარ უმადური.  მაგრამ არა მგონია ვცდებოდე.

 ნუნუ გოგოლაძე - სიმართლე გითხრათ, მე უფრო მეტს მოველოდი. რომ გითხრათძალიან კმაყოფილი ვართდაუზრუნველყოფილი ვართხალხიმეთქი,ვერვიტყვი  მასეთ რაღაცას. უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ხალხს. პირად ინტერესებზე  მაღლა უნდა დააყენონ მოსახლეობა  და უფრო მეტად უნდა იზრუნონ  მათთვის, ჩემი აზრი ასეთია. მე მაგათი  ამომრჩეველი ვიყავი და დღესავ ვრჩები მაგათ მხარეს, მაგრამ ძალიან უკმაყოფილო ვარ.

 შ.გ. - რაც დაგვპირდნენ 2012-ში,  არაფერი არ შეუსრულებიათ ძალიან უკმაყოფილო ვარ.

 რ.ვ. - ჯერ არაფერი არ გაუკეთებიათ და რავიცი აწი რას იზამენ. რამე მოგვარდა საერთოდ? არის რამე გაკეთებული? რომელი პრობლემა იქნა  გადაწყვეტილი. ჩემთვის პირადად, არაფერი არ მოგვარებულა, როგორც იყო, კი არის ისევ ისე.  პირიქით.უარესობისკენ მიდის ყველაფერი.ესენი აშენების ნაცვლად,ანგრევენ ყველაფერს.

 ქეთევან თალაკვაძე - არ გაამართლა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ვინ გაამართლებინებს, მაინც „ნაციონალები“ ჰყავთ სათავეში. ხელი არ გააქანებიეს. ვინც გააქანა ხელი, შანტაჟი მოუწყვეს და დამთავრდა მაგით.დეიქცა უბედური ქვეყანა,   დააქცია აი ქვეყანა და მოსპო.სუნთქვაც რომ არ  შეუძლია  ადამიანს,  იმ დღეში ვართ თითოეული ჩვენთაგანი. მარტო ერთი და ორი კი არ არის მასე, აქ მოსიარულეების,  ალბათ, 99%-ი მასეა.სიღარიბეში კი არ ვართ, სიღარიბის ბოლო ზღვარზე ვართ. მაგი რომ მოდიოდა 2012-ში,დაგვპირდა წინსვლა  და გაძლიერება ქვეყნის.   მე ვმონაწილეობდი  მაგათ მოსვლაში, დროშით  დავსდევდი, კოორდინატორი ვიყავი „ქართული ოცნების“, ის პირსისხლიანი „ნაციონალები“ რომ გადეეშენებიენ. მაგრამ, 10  დაპირებიდან,  ერთი დანაპირები  მაინც რომ   შეესრულებინათ, მე დღეს მაგენის მომხრე ვიქნებოდი. ოღონდ  ნაციონალები  არ  დაბრუნდნენ  და მაინც მაგენის მომხრევარ დღესაც.  თუ რაღაცა ახალი  არ შეიქმნა,  რომელსაც ქართული  გულიექნება  საგულეში და იფიქრებს,  რომ აი, ჩემი უბედური ქართველები, მაინც მოვაბრუნო ამ ქვეყანასო, ისე  არაფერი არ გვეშველება, გინდა  „ნაციონალები“ იყოს სათავეში და გინდა „ოცნება“.  ამ ორ  პარტიას შორის,  ზღვარი  იცით რაარის და  ერთადერთი რითაც სჯობდა ნაციონალები  მაგენს? - სისასტიკეშია.  ეს  იყო ციხე და ციხის კადრები, დანარჩენი იგივეა,   იგენიც  გვპირდებოდნენ და არ ასრულებდნენ, აგენიც გვპირდება და  არ ასრულებს, მორჩა  რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. ასეთი  არის  ვისაც არ უნდა ჰკითხოთ 99%-ი და 1%-ი  გაქსუებული მაგენია ისევე.  ხომ ვართ კარგად მაგენის თქმით, გინდა ჯანდაცვის მინისტრი იყოს, გინდა განათლების მინისტრი-ბატიაშვილი   დ ა მისთანანი,  ხოდა,  მე გურული ვარ და  ბოლო სიტყვა უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა მწარე, ისე არ შემიძლია -   დააძინონ  ჩვენი მთავრობა რაფერც არიენ დღეს ისე  და გააღვიძონ ჩვენსავით, იმ რეალობაში, რაფერშიც ჩვენ ვიღვიძებთ და რაფერ იქნებიენ  ნახონ მერე.

 ნ.რ. - ჩემი აზრი ასეთია, პენსია ვის  ეყოფა და ხელფასი?  შენ უნდა ეყო მას.

 რ.ყ. - რას ეყოფი  პენსიას  ან ხელფასს?!დღეს დოლარი-2,84-ზეა ასული და 20 ლარი  პენსიას  ანგარიშობ?

 მაყვალა ჯანელიძე - გამართლება  და სიტყვა  სადღაა?  ადგილზე რომ ვვაჭრობთ აგერ,   აქ არ გვაჩერებენ. ხალხის გაჭირვებას არ უყურებს მაგენი. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია  ქვეყანა და ოზურგეთი მაინც განსაკუთრებით. რასაც ჰქვია კრიზისია ჩვენთან. სათქმელი არაფერი აღარც  გვაქვს. ველოდით სიკარგეს და უკან და უკან მიდის ყველაფერი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია