შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის N5 სკოლის სამლოცველო ოთახიდან ხატები გაიტანეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21565 
 27 თებერვალი 2019
სკოლიდან ხატები ივლიტის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დეკანოზმა იოანე გელაშვილმა გაიტანა. მან ამ საკითხთან დაკავშირებით „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ ისურვა. სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე კი ამბობს, რომ ახლა ამ ოთახში დამლაგებლების გასახდელია: „შიგნით რამდენიმე კარადა და მაგიდა დავდგით“. ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის პირველ სართულზე, ერთ-ერთ ოთახში მართლმადიდებლური ხატები იყო გაკრული, ასევე მოწყობილი იყო სასანთლე და კანდელი. აქვე ეწყო ლოცვის წიგნებიც, კარებზე კი გაკეთებული იყო წარწერა - „სამლოცველო“. აქ როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები ლოცულობდნენ.მას შემდეგ რაც ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ სტატია გამოაქვეყნა, სამლოცველო ოთახი დაკეტეს და ხატები ეკლესიას გადასცეს. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია