შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩხორიაში ხიდის დაზიანების გამო მიცვალებულის დასატირებლად ვერ მიდიან

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 28 თებერვალი 2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში დაზიანებული ხიდის გამო, სოფელს მოწყვეტილ ოჯახში მოხუცი ქალი გარდაიცვალა.

ადგილობრივები ითხოვენ ხიდის დროებით გამაგრებას, რომ მიცვალებულის დატირება შეძლონ.

„ძალიან მძიმე სანახავი იყო, როგორ გაჭირვებით გადაიტანეს მიცვალებულის ჩასასვენებელი. ხიდის დროებითი გამაგრებაა საჭირო ბოძებით, მაგრამ ამას ჩვენ დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ, ამას ტექნიკა სჭირდება. ვნახე, რომ მერიის ინიციატივით, ორი მანქანა ხრეში მოიტანეს, მდინარის გასწვრივ რომ შეძლონ ადამიანებმა გადაადგილება, მაგრამ ვფიქრობთ ბოძებითაა გასამაგრებელი და არ ვიცი დაგვეხმარებიან თუ არა“, - გვითხრა სოფლის მცხოვრებმა მარიკა თოდუამ.

მერიაში აცხადებენ, რომ ჩხორიაში ხიდის შეკეთებაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება, თუმცა მანამდე მიცვალებულის დასატირებლად მისასვლელი გზის დროებით მოწესრიგებასაც გეგმავენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში დაზიანებული ხიდის შეკეთებაზე ვიცე-მერმა გიორგი შენგელიამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

ხიდი გასული წლის აგვისტოში დაზიანდა, რის გამოც ორი ოჯახი სოფელს მოწყვეტილია.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია