შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„არ ვაპირებ ბატონ ბიძინას ვუღალატო,“ - ქუცნაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36589 
 27 თებერვალი 2019

„მმართველი გუნდის წევრები თავიანთ არჩევანს აკეთებენ," - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს.

მედიაში აქტიურად განიხილება საკითხი იმის შესახებ, რომ შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს, რასაც ქუცნაშვილი „ჭორებს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ იმპიჩმენტის საკითხის დაყენება გარკვეულ ეტაპებთან არის დაკავშირებული და მისი ასე უცებ განხორციელება მარტივი არ არის.

„ჭორებზე ნუ ვეცდებით ვისაუბროთ სერიოზულად, რადგან იმპიჩმენტის პროცედურა ეტაპებისაგან შედგება და პროცედურად რომ იქცეს, მხოლოდ მონდომება საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, ვცეთ პატივი დემოკრატიას და მის დადგენილ პროცედურებს. ასე რომ, სურვილებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება," - აცხადებს ქუცნაშვილი.

შეკითხვაზე, თავად აპირებს თუ არა ქუცნაშვილი უმრავლესობის დატოვებას, აღნიშნავს, რომ ივანიშვილს „არ უღალატებს".

„მე ვიყავი და ვრჩები ბატონი ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლად და არ მიმაჩნია სწორად, რომ ამ რთულ ეტაპზე ბატონ ბიძინას გავემიჯნო. მგონია, რომ ამ კაცმა კარგის მეტი ქვეყანას არაფერი გაუკეთა და რამდენიმე საკითხის გამო არ შეიძლება გაფერმკრთალდეს მისი მიღწევები ქართული საზოგადოების წინაშე, ისევე, როგორც იმ თავისუფლების წინაშე, რომელიც ჩემთვის არის ყველაზე ღირებული. ამიტომ მე არ ვაპირებ ბატონ ბიძინას ვუღალატო," - აღნიშნა მან.

კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს აზრი, ქუცნაშვილი პასუხობს: „იმ შემთხვევაში თუ ჩემ თავისუფლებას შეეხება ვინმე, თავისუფლება ჩემთვის უზენაესია".

"რეზონანსი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია