შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბასთუმანში, მაისში შუალედური არჩევნები გაიმართება

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21574 
 28 თებერვალი 2019
ადიგენის საკრებულოში აბასთუმნის მაჟორიტარი დეპუტატი 2018 წლის ოქტომბრამდე ტარიელ ენდელაძე იყო. მძიმე ავადმყოფობის შედეგად მისი გარდაცვალების შემდეგ ეს პოზიცია თავისუფალია, ამიტომ აბასთუმანში დეპუტატს გაზაფხულზე აირჩევენ. ცენტრალური საარჩვენო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, საკრებულოს შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი, არჩევნებამდე 50 დღით ადრე გახდება ცნობილი.აბასთუმანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამ დრომდე ადიგენში მოქმედ არცერთ პარტიას შერჩეული არ ჰყავს. მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი მხოლოდ "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველოა". "ჩვენ ჯერ არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებული არ გვაქვს", – ამბობს ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი. "ჯერ წინ დიდი დრო გვაქვს, მოვიფიქრებთ ვინ იქნება კანდიდატი", – გვითხრა ენმ–ს ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით ოგანეზიანმა.უკვე ხუთი თვეა, ადიგენის საკრებულოში აბასთუმანს დეპუტატი არ ჰყავს.[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი