შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გენდერული ეკოლოგია - პროექტი ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30623 
 25 აპრილი 2019
არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჟინი“ , ორგანიზაცია ქალთა ფონდი საქართველოს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს: გენდერული ეკოლოგია - გამოწვევები კაბალის თემში.


როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჟინის“ ხელმძღვანელმა ლაურა ხარიტონაშვილმა განაცხადა, პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბალის თემის ოთხ სოფელში : კაბალში, განჯალაში, უზუნთალაში და ყარაჯალაში განხორციელდება.
„კავშირ „ვეჟინს“ განხორციელებული აქვს სხვა ეკოლოგიური პროექტები, როგორც დამოუკიდებლად ასევე კოალიციის ფარგლებში. ამ პროექტის მიზანია კაბალის თემის სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ქალების სათანადო ინფორმაციით აღჭურვა ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების დასაშვები ნორმებისა და წესების დაცვის მნიშვნელობის შესახებ. ეს ხელს შეუწყობს, როგორც ბენეფიციარების, ასევე პროდუქციის მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისათვის პრევენციული ზომების მიღებას. მათ უნდა გააცნობიერონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების მნიშვნელობა. “


მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში კაბალის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდება პროექტის პრეზენტაცია, რომელზეც მოწვეული იქნებიან: სკოლის დირექტორები, პედაგოგები, ჯანდაცვის განყოფილების , ადგილობრივი ბიზნესის , არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები. პროექტი პირველ მაისს დაიწყება და ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია