შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"აირჩიე პროფესია“ - სამდღიანი ბანაკი კოლეჯ "აისში“

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31050 
 11 ივლისი 2019
"აირჩიე პროფესია“ -ასე ჰქვია ბანაკს, რომელშიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მეცხრეკლასელები მონაწილეობდნენ. ისინი სამი დღის განმავლობაში კოლეჯ „აისში“ სხვადასხვა პროფესიას გაეცნენ.
იდეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს მაია ბეროშვილს ეკუთვნის.

-„იდეა ჩემია, თუმცა მის განხორციელებაში დამეხმარნენ კოლეჯ „აისის“ თანამშორმლები და რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ასევე საკრებულოს დეპუტატი გიორგი მაჭავარიანი. შევარჩიეთ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახის ბავშვები, ასეთი 80 იყო ჩვენს მუნიციპალიტეტში, თუმცა კოლეჯი ვერ მიიღებდა 20-ზე მეტს. ამიტომ რამდენიმე სოფლიდან 20 მოზარდი შევარჩიეთ, მაგრამ 16-მა გამოთქვა ბანაკში წამოსვლის სურვილი. ბავშვები შემდეგ პროფესიებს გაეცნენ: მეფუტკრეობა, მეღვინეობა, მევენახეობა, მზარეული, ხილ-ბოსტნის გადამამუშავებლის სპეციალობა და სადურგლო. თუ არ იცნობ პროფესიას, ისე სამომავლოდ არჩევანს ვერ გააკეთებ. ზოგიერთმა უკვე გამოთქვა კოლეჯში სწავლის გაგრძელების სურვილი,“-აღნიშნა მაია ბეროშვილმა.

მისივე თქმით, ღონისძების გასაგრძელებლად გადაწყვეტილების საკითხს შესაბამის სამსახურებთან დააყენებს, რათა მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნული ხარჯი გაითვალისწინონ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია