შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ლაფანყურის მოსახლეობას შპს „ართანა -ლოპოტას“ წარმომადგენლობა პასუხობს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40775 
 09 სექტემბერი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ართანა-ლოპოტას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის პროტესტს შპს „ართანა -ლოპოტას“ წარმომადგენლობა განცხადებით პასუხობს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰესის მშენებლობა დაგეგმილია კანონის შესაბამისად და კომპანია მზად არის, მოსახლეობასთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

„ბოლო დღეებში სოფელ ლაფანყურის მოსახლეობის განცხადებებმა, საზოგადოების ნაწილის ყურადღება მიიპყრო. სოფლის მოსახლეობისგან მუსირებს აზრი, რომ კომპანია „ართანა -ლოპოტას“ არ გააჩნია შესაბამისი ნებართვები და უკანონოდ აშენებს ჰესს. აღნიშნულიდან გამომდინარე ვასაჯაროვებთ შესაბამის ნებართვებს, რომელიც კანონის სრული დაცვით კომპანიამ სხვადასხვა უწყებებიდან მოიპოვა: ეს არის სამშენებლო ნებართვა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბრძანება N122-04 და ნებართვა 601. ეს ნებართვა გაიცემა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, სხვადასხვა ინსტანციების შეთანხმებების საფუძველზე, მათ შორის აღსანიშნავია თელავის მუნიციპალიტეტის თანხმობა (N691 და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანება N2-535).

ყველა სხვა სამსახურიდან (სატყეო დეპარტამენტი, ნაპირდაცვა, ინფრასტრუქტურა, ძეგლების დაცვა და ა.შ.) გვაქვს შესაბამისი და აუცილებელი თანხმობები. გარდა ამისა,  სამშენებლო ობიექტის კორიდორში განლაგებული ტერიტორია აღნაგობით (ხანგრძლივი იჯარა) გადაცემულია კომპანიაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულება N527-ის საფუძველზე.

კანონმდებლობით გათვალისწინებულია ნებართვების გასაჩივრების პროცედურა, რომელიც მაქსიმუმ ერთ წელს შეადგენს. ეს ვადა უკვე ამოწურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპოვებულ კანონიერ ნებართვებზე სამართლებრივი დავის საფუძველი არ არსებობდა”,- აცხდებენ კომპანიაში.

კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ მათი სიტყვიერი თუ წერილობითი თხოვნის მიუხედავად მერის წარმომადგენელმა სოფელ ლაფანყურში მორისს პარკინაშვილმა, არ შეატყობინათ ვინ და რატომ იყო ამ პროექტის წინააღმდეგი.

,,სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე კომპანიამ, თელავის მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით, კიდევ ერთი შეხვედრის მოწყობა შესთავაზა სოფლის მოსახლეობას ამა წლის აგვისტოში. შეხვედრის კონსტრუქციულიად ჩატარების მიზნით კომპანიას მიზანშეწონილად მიაჩნდა შეხვედრის ჩატარება ქალაქ თელავში და ორგანიზება გაუკეთე შესაბამისი დარგის ექსპერტების მონაწილეობას შეხვედრაში. სამწუხაროდ ამ შემოთავაზებაზე კომპანიამ სოფლის მოსახლეობისგან პასუხი არ მიიღო.

საჯაროდ ვაცხადებთ, რომ პროექტის განხორციელების დაწყების ან შემდგომ პერიოდში ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ წინააღმდეგობა კომპანიის მიერ აღქმული იქნება, როგორც კანონდარღვევა და მსგავსი ქმედება ჩაითვლება, როგორც კერძო ინვესტორზე თავდასხმა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია მიმართავს მოქალაქეებს დაემორჩილონ კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით და მოვითხოვთ ფინანსურ კომპენსაციას.

ამავე დროს კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზად არის კონსტრუქციულ ატმოსფეროში შეხვდეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც კომპანიამ დაიკისრა სოფლის მოსახლეობის მიმართ და შეათანხმა ჯერ კიდევ 2018 წელს სოფლის ხელმძღვანელობასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, სოფელ ლაფანყურის მოსახლეობამ ჰესის მშენებლობის წინაღმდეგ საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია