შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა კომენტარს აკეთებს „გლეხური ბაზრის“ ადმინისტრაცია დაჯარიმებასთან დაკავშირებით

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31398 
 11 სექტემბერი 2019
„გლეხური ბაზრის“ ადმინისტრაციამ, დაჯარიმებასთან დაკავშირებით, ოფიციალური კომენტარი გააკეთა.


„ჩვენ ჯარიმა გადავიხადეთ შეტყობინების მიღებისთანავე. შპს "გლეხური ბაზრისთვის“ გურჯაანის აგრარული ბაზრის რეკონსტრუქცია არ წარმოადგენს მხოლოდ ბიზნესპროექტს, არამედ მიზნად ისახავს ქალაქ გურჯაანის და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხორცის, რძის პროდუქტების, ბოსტნეულის, ბაღჩეულისა და სურსათის სავაჭრო სივრცის შექმნას. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე დაჩქარებული ტემპით განხორციელდა არსებული ამორტიზებული ნაგებობების დემონტაჟი და ტერიტორია მომზადდა მშენებლობისთვის. მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ დადგენილი ქალაქმშენებლობითი პირობების შესაბამისად, 2019 წლის ივლისის ბოლოს დამუშავდა და შესათანხმებლად წარდგენილ იქნა ახალი სამშენებლო პროექტი. იმის გათვალისწინებით, რომ დემონტაჟის შემდგომ მოვაჭრეებს საქმიანობა უწევთ ღია ცის ქვეშ და ქუჩაში, პროექტის მესაკუთრის მიერ ვადები განისაზღვრა პრიორიტეტად და სამშენებლო ნებართვის მიღების გარეშე დაიწყო მიწის სამუშაოები. შპს "გლეხური ბაზარი" ემორჩილება მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებას დაჯარიმების თაობაზე, ჯარიმის მიღებისთანავე გადახდილი იქნა საჯარიმე თანხა და მოთხოვნა ნებართვის გაცემის შესახებ ჯარიმის ქვითართან ერთად წარდგენილი იქნა არქიტექტურის სამსახურში.“

შეგახსენებთ, რომ შპს „გლეხური ბაზარი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უნებართვო მშენებლობისთვის 4 ათასი ლარით 30 აგვისტოს დააჯარიმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია