შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=41379 
 07 ოქტომბერი 2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათი თქმით, მიუხედავად სისტემის რეაბილიტაციისა, დაბინძურებული წყალი მიეწოდებათ. 

წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მოსახლეობამ აქციაც გამართა. მათი განმარტებით, გარდა დაბინძურებული წყლისა, ახლად დამონტაჟებული წყლის მრიცხველები სამმაგ თანხას წერს, რისი გადახდის საშუალებაც არ აქვთ.

აცხადებენ, რომ დამონტაჟებული მრიცხველები მინიმუმ 40 ლარს, მაქსიმუმ კი 200 ლარს წერს, რისი გადახდის საშუალებაც არ აქვთ.

,,ლაგოდეხში, სასმელ წყალზე დამონტაჟებული მრიცხველების გამო წყლის მოხმარება ძვირი ჯდება. თითო ოჯახზე მინიმუმ 50 ლარს, ზოგ შემთხვევაში 200-300 ლარს წერს. ამ გაჭირვების დროს ამხელა თანხის გადახდა შეუძლებელია. თანაც მილებში ტექნიკური წყალი მოდის და დასალებადაც ვერ ვიყენებთ. იმდენად დაბინძურებულია, იყო შემთხვევები წყლით მოწამვლის. ბაყაყები და მწერები მოყვება. გარდა ამისა, არასწორად დაპროექტებული მილსადენების გამო, ზაფხულის ცხელ დღეებში თვენახევრის განმავლობაში, ლაგოდეხის ნაწილს არ მიეწოდებოდა წყალი”,-განუცხადა Knews.ge-ს  ლაგოდეხში მცხოვრებმა ვალერი ოღიაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია